უკრაინიდან დევნილი ქალი ქართველმა მამაკაცმა გააუპატიურა, გაგუდა და კლდიდან გადააგდო

30 წლის ქართველი მამაკაცი საბერძნეთის ციხეში გადაიყვანეს. მას უკრაინიდან დევნილი ახალგაზრდა ქალის გაუპატიურებაში, გაგუდვასა და შემდეგ კლდიდან გადაგდებაში ადანაშაულებენ. აღნიშნული თემით აჭრელებულია ბერძნული მედია.

არსებული ინფორმაციით, უკრაინელმა ახალგაზრდა ქალმა და ქართველმა მამაკაცმა ერთმანეთი სოციალური ქსელით გაიცნეს.  ქალი 28 წლის იყო, ის კვიპროსში ქართველი მამაკაცის სასტიკი მკვლელობის მსხვერპლი გახდა. ინფორმაციას ბერძნული სამართალდამცველები ავრცელებენ.

რაც შეეხება ფაქტს, როგორც ბერძენი სამართალდამცველები აცხადებენ, მამაკაცმა ქალზე იძალადა და შემდეგ, მისი ცხედარი კლდიდან გადაადგო. მან თავად დარეკა პოლიციაში და შეატყობინა, რომ ქალი სელფის გადაღებისას კლდიდან გადავარდა.

საბერძნეთში ჩატარებულმა ექსპერტიზამ დაადგინა, რომ უკრაინელ ქალს სასიკვდილო დაზიანებები ვარდნამდე ჰქონდა მიღებული. საუბარია კლდიდან გადაგდებამდე მის დახრჩობაზე.

საქმე განზრახ მკვლელობასა და გაუპატიურებას ეხება. ქართველი მამაკაცი ბრალს არ აღიარებს. ის კვიპროსის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. დადასტურებულია ისიც, რომ მამაკაცი დანაშაულის ჩადენისას ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო.

 

მსგავსი თემები