“ჩვენს ქვეყანას ვადებს უდგენს ევროკავშირი და არა ოპოზიცია“ – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის განცხადებით, 12 პუნქტიანი გეგმის შესრულებაზე ანგარიში ევროკავშირს ეკუთვნის და არა ოპოზიციის ექსტრემისტულ დაჯგუფებას. როგორც თეა წულუკიანი განმარტავს, ყველა ვადა დაცული იქნება.

„ქვეყანას 12 რეკომენდაციის შესრულების ვადებს უდგენს არა ოპოზიცია, რომელიც ექსტრემისტების დაჯგუფებად არის ქცეული, არამედ თავად ევროკავშირი. ამ ვადებში ჩავეტევით. პარლამენტმა ძალიან დიდი შრომა გასწია და მადლობა ჩვენს პოლიტიკურ საპარლამენტო უმრავლესობას ამისთვის. იმედი მაქვს, ევროკავშირი ამჯერად სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს, როდესაც სამი სხვადასხვა ქვეყნის დოსიეებს განიხილავს. შეაფასებს იმ დიდ ნახტომს, რეფორმების სახით, რომელიც საქართველომ ბოლო ათი წლის მანძილზე განახორციელა“, – აცხადებს მინისტრი წულუკიანი.

 

მსგავსი თემები