,,თუ ვინმეს ჭკუა აქვს, „სკოჩი“ მიაკრან ვანო მერაბიშვილს“- ალეკო ელისაშვილი

„ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ ვინმეს ჭკუა აქვს, „სკოჩი“ მიაკრან ვანო მერაბიშვილს“,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა  ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ვანო მერაბიშვილი ”დარეტიანებულ „ქართულ ოცნებას“ ახლა რეტიდან გამოსვლაში ეხმარება”.

„ძალიან დაიზიანა თავი „ქართულმა ოცნებამ“, ყველა რომ ვეუბნებოდით, ფოცხს ნუ დააბიჯებ ფეხს იმ კანონპროექტის მიღებით, გაექანენ, ძალიან ენერგიულად დააბიჯეს იმ ფოცხს ფეხი, ტარი მოხვდათ თავში და ახლა არიან დარეტიანებული. ამ დარეტიანებულ „ქართულ ოცნებას“ ახლა რეტიდან გამოსვლაში ეხმარება ვანო მერაბიშვილი. თუ ვინმეს ჭკუა მოეკითხება „ნაციონალურ მოძრაობაში“, უნდა გააკეთოს ერთი მარტივი რამ – დაახლოებით 10 სანტიმეტრი „სკოჩი“ მოჭრან და მიაკრან პირზე ვანო მერაბიშვილს, რადგან მას აქვს ერთადერთი მისია, ყველას გაგვახსენოს, რომ „ქართული ოცნება“ ხელისუფლებიდან კი გასაშვებია, მაგრამ, ვაიმე, დავფიქრდეთ, ეს უარესი ხალხი შეიძლება დაბრუნდეს. ამას აკეთებს ვანო მერაბიშვილი. „ნაციონალურ მოძრაობაში“ თუ ვინმეს ჭკუა აქვს, „სკოჩი“ მიაკრან ვანო მერაბიშვილს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მსგავსი თემები