,,ქართველ ხალხს აქვს სურვილი შეუერთდეს ევროკავშირს, მთავრობა კი ყველაზე მთავარ დაბრკოლებად იქცა”- კუბილიუსი

ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ, “სტრატეგია აღმაშენებლის”, “ნაციონალური მოძრაობის”, “დროასა” და “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერებმა  ევროინტეგრაციის საკითხთან დაკავშირებით სტრასბურგში შეხვედრა გამართეს.

შეხვედრის შემდეგ ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა განაცხადა, რომ ქართველ ხალხს აქვს ძლიერი სურვილი, შეუერთდეს ევროკავშირს, მთავრობა კი ყველაზე მთავარ დაბრკოლებად იქცა ამ გზაზე.

,,ძალიან კარგი შეხვედრა იყო და ძალიან სასიამოვნოა, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსები  ერთად ჩამოვიდნენ აქ. რა თქმა უნდა, ჩვენ განვიხილეთ არსებული სიტუაცია და მომდევნო ნაბიჯები, იმიტომ რომ უკვე ძალიან ნათლად ვხედავთ, ქართველ ხალხს აქვს ძლიერი სურვილი, შეუერთდეს ევროკავშირს, მთავრობა კი ყველაზე მთავარ დაბრკოლებად იქცა ამ გზაზე. ჩვენ ვნახეთ პოლიტიკური პროვოკაციები უცხოეთის აგენტების კანონის სახით და მე კიდევ ველოდები მსგავს პროვოკაციებს. ასევე ვხედავთ, რომ პროდასავლურ ოპოზიციას შეუძლია ყველაფერი გააკეთოს ქართველი ხალხის ამ სურვილის ასასრულებლად. რა გამოვა აქედან, როგორ დასრულდება მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნები, ეს ყველაფერი განვიხილეთ. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ინტერესია, დავეხმაროთ ქართველ ხალხს, ასევე ჩვენი ინტერესია,  ვნახოთ ოპოზიცია როგორც რეალური ალტერნატივა”, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა.

 

მსგავსი თემები