პოლონეთში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს

პოლონეთში რუსული ჯაშუშური ქსელი გამოავლინეს. ჯაშუშების ჯგუფს დივერსიის მოსაწყობად, პოლონეთში მოსამზადებელი სამუშაოები უნდა ჩაეტარებინა.

პოლონეთის უსაფრთხოების სააგენტოს თანამშრომლებმა ჯაშუშური საქმიანობისთვის 6 პირი დააკავეს.

,,მათ სარკინიგზო მარშრუტებზე, სადაც მთავარ კვანძებზე დაამონტაჟეს ფარული კამერები, შემდეგ მონაცემებს ინტერნეტით გადასცემდნენ ქსელს. ამ გზით მათ მიიღეს ინფორმაცია მოძრაობისა და ტრანსპორტის შესახებ”,- იტყობინება პოლონური მედია.

მსგავსი თემები