,,თუკი რაიმე გადაადგილება იქნება, ეს იქნება გუნდის შიგნით”- ირაკლი კობახიძე

,,თუკი რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება ეს გადაადგილება გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა,”- ამის შესახებ ”ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

ირაკლი კობახიძემ იმ დეპუტატებზეც ისაუბრა, რომლებმაც ე.წ. ”აგენტების კანონს” მხარი არ დაუჭირეს.

,,თუკი რაიმე გადაადგილება იქნება, იქნება ეს გადაადგილება გუნდის შიგნით და არა გუნდის მიღმა. თუ რაიმე გადაადგილება იქნება გუნდის შიგნით, გუნდის ფარგლებში, ჩვენ ამაზე საზოგადოებას, ბუნებრივია, მივაწვდით ინფორმაციას. რაც შეეხება ხმის არმიცემას, რამდენიმე დეპუტატმა, ჩვენმა კოლეგამ, ჩვენმა მეგობრებმა მხარი არ დაუჭირეს ამ კანონპროექტს, ამას ჰქონდა ერთი კონკრეტული მიზეზი, ეს იყო ფაშისტური კამპანია, რომელიც წარმოებდა დეპუტატების მიმართ.

ბევრი დეპუტატი იყო, რომელმაც ბოლო მომენტში, გუნდურობიდან გამომდინარე, მაინც მიიღო ეს გადაწყვეტილება და მხარი დაუჭირა კანონპროექტს. იმდენად მძიმე იყო წნეხი, არა მარტო მათზე პირადად – საკუთარ თავზე ფაშისტურ წნეხ, რაღაცნაირად, ყველა გავუძლებთ – მაგრამ როდესაც ეს ეხება შენს მცირეწლოვან ბავშვს, შვილს არ არის ადვილი ამ წნეხის გაძლება”, – განაცხადა კობახიძემ ”იმედის” ეთერში”.

მსგავსი თემები