,,ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და  ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერზე“ წერს.

„ძალიან ნაყოფიერი საუბარი შედგა ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან – როგორ გავაძლიეროთ საქართველოს პერსპექტივები კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ხაზგასმით აღვნიშნე საქართველოს მოსახლეობის ურყევი სწრაფვა ამ ევროპულ გზაზე. ჩვენ ევროპარლამენტის მხარდაჭერის იმედი გვაქვს“, – წერს ზურაბიშვილი.

მსგავსი თემები