,,გლობალური ომის პარტიის გავლენაა პოზიცია, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი აფიქსირებს”- ირაკლი კობახიძე

,,ბევრი განცხადება, გადაწყვეტილება, რომელსაც ვხედავთ პრეზიდენტის მხრიდან, არის გაუგებარი,” – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, დროთა განმავლობაში სალომე ზურაბიშვილის განცხადებები შეიცვალა.

„გავიდა გარკვეული დრო და მისი მხრიდან კეთდება განცხადებები, რომელიც ჩვენთვის გაუგებარია, თუმცა, იმასაც ვიტყვი, რომ გლობალური ომის პარტიას თავისი საკმაოდ დიდი რესურსი აქვს, ამისი გავლენაა ის განცხადებები, პოზიციები, რომელსაც ქალბატონი სალომე აფიქსირებს. თუმცა, ამასთან ერთად პერიოდულად ჩანს, რომ ამ ადამიანს საკუთარი პრინციპები აქვს და უკადრებელს მაინც არ იკადრებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ იმედის ეთერში.

მსგავსი თემები