,,კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი „სეკრეტ სანტა“, რომელმაც გვაჩუქა მერაბიშვილი და ხაბეიშვილი”- კობახიძე

,,კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი „სეკრეტ სანტა“, რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი,”– ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ძნელად წარმოსადგენია, „ნაციონალურმა მოძრაობამ“თუნდაც 30-პროცენტიანი ნდობის შენარჩუნება შეძლოს.

„კიდევ ერთხელ გავიხსენოთ, რა ადამიანებთან გვაქვს საქმე. კეზერაშვილი, რომელიც გახდა მულტიმილიონერი ქართული ჯარის და ბიზნესის რეკეტის, ძარცვის ხარჯზე. ეს არის მთავარი ლიდერი დღეს „ნაცმოძრაობაში“. ვანო მერაბიშვილი, რომელიც დღესაც გვეუბნება, ხელისუფლებაში თუ მოვლენ, მეორე ფრონტს გახსნიან. ესეც იყო 7 ნოემბრის, 26 მაისის, „იმედში“ შემოჭრის ავტორი. ერთი კორუმპირებული უბედური კაცი, რომელმაც ლაპარაკიც არ იცის. მისი ნებისმიერი გამოჩენა არის საჩუქარი ჩვენთვის. კეზერაშვილი არის ჩვენი ერთგვარი „სეკრეტ სანტა“, რომელმაც გვაჩუქა ვანო მერაბიშვილი და ლევან ხაბეიშვილი. დიდი მადლობა მას ამ ორი საჩუქრისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.

მსგავსი თემები