ბათუმში, ბატუტზე დაშავებული ბავშვი სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანეს

3 წლის ბავშვი, რომელიც რამდენიმე დღის წინ, ბათუმის ბულვარში, ბატუტზე თამაშის დროს დაშავდა ოჯახმა სამკურნალოდ თურქეთში გადაიყვანა.

,,ერთი შვილი მოუკვდა მეორე თურქეთში წაიყვანა რომ სიკვდილის გამოგლიჯოს კლანჭებიდან…. დედა კი გათიშული ყავთ ბათუმში გლოვის ზარია დღეს,”- წერს შოთო სიხარულიძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, შემთხვევა 12 მარტს მოხდა,  ბატუტი ძლიერმა ქარმა ადგილიდან მოგლიჯა, შედეგად იქ მყოფი ერთი ბავში გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ ერთი პირი დააკავა.

ბათუმში, ბულვარში მომხდარ ფაქტზე პოლიციამ ერთი პირი დააკავა

მსგავსი თემები