რუსებმა კურახოვო დაბომბეს – დაზიანდა 8 მაღალსართულიანი შენობა

რუსეთის ძალებმა დონეცკის ოლქის ქალაქი კურახოვო დაბომბეს. იერიშის შედეგად დაზიანდა 8 მაღალსართულიანი შენობა.

,,რუსებმა კურახოვო არტილერიით დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ დაზიანებულია 8 მაღალსართულიანი კორპუსი და სატრანსფორმატორო ქვესადგური”,- წერს დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, პაველ კირილენკო.

დონეცკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ინფრომაციით, ქალაქის ნახევრი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

 

მსგავსი თემები