მარგარიტა სიმონიანს სომხეთში შესვლა აეკრძალა

კრემლის პროპაგანდირს მარგარიტა სიმონიანს სომხეთში შესვლა აეკრძალა. აღნიშნული ინფორმაცია სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა დაადასტურა.

ფაშინიანის თქმით, ასეთმა ადამიანებმა პატივი უნდა სცენ სომხეთსა და მისი ხალხის მიერ არჩეულ მთავრობას.

,,სომხეთი სუვერენული სახელმწიფოა და უფლება აქვს ელოდებოდეს მის მიმართ პატივისცემას. სომხეთს ასევე აქვს უფლება გამოიყენოს თავისი სუვერენული მექანიზმები მისი ინტერესების საწინააღმდეგო განზრახვების შემთხვევაში”, – განაცხადა ფაშინიანმა.

 

მსგავსი თემები