,,შეუძლებელია, ხალხის ევროპული მისწრაფება დათრგუნო წყლის ჭავლით”- ვიოლა ფონ კრამონი

,,საქართველოს მთავრობა, როგორც ჩანს, მზად არის, საბოტაჟი მოუწყოს საკუთარი ხალხის ნებას, შეუერთდნენ ევროკავშირს, მაგრამ მათ წინ აღუდგა ქვეყნის მოსახლეობა,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა ევროპარლამენტში საქართველოში არსებული მდგომარეობის შესახებ გამართული დებატების დროს განაცხადა.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები.

,,შეუძლებელია, ხალხის ევროპული მისწრაფება დათრგუნო წყლის ჭავლით. როგორც ნახეთ, მთავრობამ  ერთი ოლიგარქი და კრემლი ხალხის ნებაზე წინ დააყენა, მაგრამ ქართველმა ხალხმა ქუჩაში გაიტანა საკუთარი პროტესტი და შემიძლია ვთქვა, რომ ქართველი ხალხი ნამდვილად იმსახურებს, გახდნენ ევროკავშირის წევრები, მიუხედავად იმისა, რომ მათი მთავრობა არ იმსახურებს ამას”,- განაცხადა კრამონმა.

მსგავსი თემები