,,უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს შესაძლებლობის ფანჯარა გაუხსნა და არ გაფლანგოთ ის”- ევტოპარლამენტარი

,,ჩემი გზავნილი ქართველი პოლიტიკოსებისადმი მკაფიოა – უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს შესაძლებლობის ფანჯარა გაუხსნა და არ გაფლანგოთ ის,”- ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს ოფიციალური პირების თავდასხმები ზელენსკიზე არის იმედგამაცრუებელი და მიუღებელი.

„პირველი, ჩვენ ევროპარლამენტში ვიცით და პატივს ვცემთ უფრო მჭიდრო ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის არჩევანს. თქვენ იყავით ძალიან მკაფიოები და თანმიმდევრულები, როდესაც გამოხატავდით თქვენს ევროპულ მისწრაფებებს. ჩვენ თქვენ გვერდით ვდგავართ, მხარს გიჭერთ ევროპულ გზაზე; მეორე, ჩვენ არასდროს, გავიმეორებ, არასდროს ჩაგითრევთ რომელიმე ომში. გვახსოვს 2008 წლის ომი და ადამიანების დაკარგული სიცოცხლე. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ საქართველოს ოკუპაციას, ყოველთვის დავუჭერთ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს. ვუსურვებთ ქართველ ხალხს მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ჩემი გზავნილი ქართველი პოლიტიკოსებისადმი მკაფიოა – უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს შესაძლებლობის ფანჯარა გაუხსნა და არ გაფლანგოთ ის. გახსოვდეთ, რომ დღეს უკრაინელები იბრძვიან და იღუპებიან როგორც საკუთარი, ისე თქვენი მომავლისთვის. საქართველოს ოფიციალური პირების თავდასხმები ზელენსკიზე არის იმედგამაცრუებელი და მიუღებელი. შესაძლებლობების ფანჯარა მუდამ ღია არ იქნება. გააკეთეთ ის, რასაც თქვენი ხალხი თქვენგან ელოდება“, – განაცხადა მარინა კალიურანდმა.

მსგავსი თემები