ევროპარლამენტარი ირაკლი ღარიბაშვილის კრემლის პროპაგანდაში ადანაშაულებს

ევროპარლამენტარი ანდრიუს კუბილიუსი აცხადებს, რომ საქართველოს მთავრობა რუსეთს პროპაგანდას ახორციელებს. აღნიშნული განცხადება კუბლიუსმა ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გააკეთა.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა გააკეთა მნიშვნელოვანი განცხადება. ვციტირებ: „ჯობს, ევროპარლამენტმა თავის თავს მიხედოს, ევროპარლამენტარები არიან კორუფციულ სკანდალში გახვეულები, მათი მიზანი იყო საქართველოს ჩათრევა ომში და მისი უკრაინასთან ერთად განადგურება“. კრემლს უნდა შურდეს მსგავსი  პროპაგანდის. ამას არ მივყავართ კანდიდატის სტატუსამდე, თუმცა ჩვენ განვაგრძობთ ქართველი ხალხის გვერდით დგომას“, – განაცხადა ანდრიუს კუბილიუსმა ევროპარლამენტში.

 

მსგავსი თემები