„საქართველოს აქვს პრობლემა სტრატეგიული მიზნის მიღწევაში და ამ პრობლემის სახელია ბიძინა ივანიშვილი“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა საქართველოს ხელისუფლება ევროპარლამენტის ტრიბუნიდან გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ  ქართველებს ევროკავშირის წევრობა სურთ, თუმცა, ამ მიზნის მიღწევაში ხელის შემშლელი ბიძინა ივანიშვილია.

„ძალიან სურთ ქართველებს ევროკავშირში გაწევრიანება, მაგრამ საქართველოს ამ სტრატეგიული მიზნის მიღწევაში აქვს პრობლემა და ამ  პრობლემის სახელია ბიძინა ივანიშვილი“ – განაცხადა  ევროპარლამენტარმა ევროპარლამენტში.

მან ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სწორედ ივანიშვილის „დამსახურებით“ არიან ისინი ციხეში.

„სწორედ ამიტომ არიან მიხეილ სააკაშვილი და ნიკა გვარამია ციხეში და სწორედ ამიტომ გავხდით უცხოელი აგენტების შესახებ ისტორიის თვითმხილველები. უცხოელი აგენტის კანონის ინიციატივა იყო საქართველოს მთავრობის მიერ განზრახ მოწყობილი პროვოკაცია.  ხელისუფლების ეს ქცევა ეწინააღმდეგება რასაც ევროკავშირი ითხოვს საქართველოსგან –  პოლიტიკური ცხოვრების დეპოლარიზაციას. ძალიან კარგია, რომ ქართველმა ხალხმა შეძლო, დაეცვა საკუთარი გზა ევროპული ინტეგრაციისკენ, მაგრამ ჩვენ არ უნდა ვიყოთ მიამიტები, ეს არ არის მთავრობის უკანასკნელი პოლიტიკური და ანტიევროპული პროვოკაცია“ -აღნიშნა კუბილიუსმა ევროპარლამენტში.

მსგავსი თემები