„მიუხედავად იმისა, რომ კანონი გაწვეულია, სახელმწიფოს რიტორიკა ევროინტეგრაციის მხარდამჭერი არ არის“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი სვენ მიქსერი საქართველოს მთავრობის არაევროპულ არჩევანზე საუბრობს. როგორც ევროპარლამენტარმა საქართველოზე საუბრისას მაღალი ტრიბუნიდან განაცხადა, მართალია ე.წ. აგენტების კანონი გაწვეულია, თუმცა, მმართველი გუნდის რიტორიკა ევროინტეგრაციისკენ არ არის მიმართული.

„საქართველოს მოსახლეობაში ევროპული მისწრაფებისადმი მხარდაჭერის დონე იმდენად მაღალია, ჩვენთვის საკმაოდ მარტივი იყო ამ მისწრაფების მხარდაჭერა. ვერც ერთმა სერიოზულმა პოლიტიკურმა პარტიამ  შეძლო, სრულად უგულებელყო მხარდაჭერის ის დონე, რომელიც ქართველებმა გამოხატეს ევროპული მომავლისადმი. ისინიც კი, ვისაც ძალაუფლება აქვთ, ყოველთვის გრძნობენ, რომ უნდა ისაუბრონ ამ მისწრაფებაზე, მაშინაც კი, როდესაც მათი ქმედებები სულ სხვა რამეზე მეტყველებდა.  საქართველოს მმართველი პარტიის მცდელობა, მიეღოთ ეს ე.წ. უცხოელი აგენტების კანონი, იყო მხოლოდ ერთი მაგალითი პრობლემების იმ გრძელ ნუსხაში, რაც არსებობს კანონის უზენაესობის სფეროში საქართველოში“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა.

მისივე შეფასებით, მმართველი გუნდის რიტორიკა უცვლელია.

„ქართულ საზოგადოებაში ევროკავშირის მხარდაჭერა საკმაოდ  მაღალია და ჩვენ საქართველოს ევროპულ მომავალს ყოველთვის ვუჭერდით მხარს. საქართველოს მთავრობის  მცდელობა, რომ მიეღო აგენტების კანონი, ერთ-ერთი მაგალითია იმისა, თუ რა პრობლემებია სახელმწიფოში. მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონი გაწვეულია, სახელმწიფოს რიტორიკა  ევროინტეგრაციის მხარდამჭერი მაინც არ არისა“, – აღნიშნა სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში.

 

მსგავსი თემები