CNN-ის ინფორმაციით, შავი ზღვის საჰაერო სივრცეში, რუსული საბრძოლო თვითმფრინავი ამერიკულ დრონს დაეჯახა და ჩამოაგდო.
რუსული „სუ-27“ ტიპის თვითმფრინავი ყირიმისკენ მიფრინავდა. შეჯახების შემდეგ კი თვითმფრინავი ყირიმში დაეშვა. ამერიკელი სამხედროების განცხადებით, „სუ-27“-ის ტიპის თვითმფრინავისა და ამერიკული დრონის შეჯახება „რუსების სახიფათო და არაპროფესიონალურმა ქცევამ“ გამოიწვია.
„შეჯახებამდე რამდენჯერმე სუ-27 თვითმფრინავიდან ამერიკულ MQ-9-ს საწვავი გადმოასხეს და მის წინ დაფრინავდნენ, არაპროფესიონალურ მანევრს ასრულებდნენ“ – აცხადებს ამერიკელი გენერალი ჯეიმს ჰეკერი.
აშშ-ის ეროვნული უშიშროების საბჭოს სპიკერის ჯონ კირბი კი აცხადებს, რომ შავი ზღვის საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების მხრიდან მსგავსი ინციდენტები უჩვეულო არ არის.