„პუტინს სააკაშვილის კვერცხებით დაკიდება უნდოდა“ – ევროპარლამენტარი

რამდენიმე ევროპარლამენტარმა მიხეილ სააკაშვილის ოჯახთან და თანაგუნდელებთან ერთად ევროპარლამენტში პრესკონფერენცია გამართეს, სადაც იმ პოლიტიკურ მოტივებზე ისაუბრეს, რის გამოც მიხეილ სააკაშვილს „კლავენ“.

ერთ-ერთი, ვინც მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ პატიმრობაზე ისაუბრა, ევროპარლამენტარი, მაგნიტსკის სიის ავტორი ბილ ბროუდერი იყო.

„მიხეილ სააკაშილი 20008 წელს პუტინს დაუპირისპირდა. პუტინი მიხეილ სააკაშვილზე ისეთი გაბრაზებულია, მისი კვერცხებით დაკიდება უნდოდა. პუტინი მის წინააღმდეგ პერსონალურ ვენდეტას აწარმოებს. ძირითადად პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს და პოლიტიკური მოტივებითაა დაკავებული. მიხეილ სააკაშვილს აწამებენ და წამლავენ. ახლა ის კვდება, ძალიან მძიმედაა“ – განაცხადა ბროუდერმა ევროპარლამენტში.

მსგავსი თემები