ქართველმა მეზღვაურმა სამი მეთევზე გადაარჩინა

ქართველმა მეზღვაურმა არმაზ არძენაძემ სამაშველო ოპერაციაში მიიღო მონაწილეობა – შედეგად სამი მეთევზე გადაარჩინეს. ამის შესახებ ინფორმაციას საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო ავრცელებს.

,,8 მარტს, 14:00 საათზე მექსიკის წყლებში, მეთევზეებმა დიდი რაოდენობით თევზი დაიჭირეს. ზედმეტი წონის გამო ნავი წყლით აივსო. ყოველგვარი აღჭურვილობის გარეშე დარჩენილი მეთევზეები 12 საათის განმავლობაში ელოდნენ შველას.

9 მარტს, 04:00 საათზე, გემ MH COLUMBIA-ს ვახტაზე მყოფმა მატროსმა გაიგონა გასაჭირში ჩავარდნილი ადამიანების ხმა.

გემის ეკიპაჟი “ბრმად” გაჰყვა ხმას და 4 საათიანი, საკმაოდ რთული და შრომატევადი სამაშველო ოპერაცია წარმატებით დასრულდა,”- ნათქვამია ინფორმაციაში.

მსგავსი თემები