ალტ-ინფოსა და კონსერვატიული პარტიის ლიდერის, ზურა მახარაძის განცხადებით, ევროკავშირის დროშა მან ჩამოხსნა და ჯარიმის ქვითრის გაგზავნას ითხოვს.
,,ჩვენმა მთავრობამ ამ ჭინჭის დახევაზე ჯარიმა დააწესა. ხოდა, მე ჩამოვხსენი ეგ (ევროკავშირის დროშა). ქვითარი გამომიგზავნეთ, ფეხზე მკიდია. საქართველოში მარტო საქართველოს დროშა უნდა ეკიდოს, – განაცხადა ზურა მახარაძემ.