,,პოლონელი ექიმები მზად არიან საქართველოში ჩამოსასვლელად”- პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერი

პოლონეთის მთავრობის პრესსპიკერის პეტრ მიულერის განცხადებით,  მზად არიან საქართველოში სამედიცინო მისია გამოგზავნონ, მიხეილ სააკაშვილისთვის გამოკვლევების ჩასატარებლად.

,,ჩვენ მზად ვართ საქართველოში სამედიცინო მისია გავგზავნოთ. იმედი გვაქვს, რომ ამაზე შეთანხმება მოხდება. თუ საქართველოს ხელისუფლებას არ აქვს საბაბი საკუთარი თავი ამ მიმართულებით აკრიტიკოს, მაშინ ვერ ვხედავ პრობლემას. ეს არა მხოლოდ პოლონეთის, არამედ ევროპარლამენტარების მოწოდებაც არის”, – განაცხადა მიულერმა.

მსგავსი თემები