“ევროპული საქართვლოს” წევრს თავს დაესხნენ

“ევროპული საქართველოს” წევრ დავით ნაფეტვარიძეს თავს დაესხნენ. შემთხვევა თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში, ძველი იპოდრომის ტერიტორიაზე მოხდა.

დავით ნაფეტვარიძეს ჭრილობა თავის არეში აქვს მიყენებული და თითი აქვს მოტეხილი. მას თავს უცნობი მამაკაცი იმ დროს დაესხა, როცა მეუღლესთან ერთად ქუჩაში მიდიოდა.

ექიმის თქმით, პაციენტს ტვინის შერყევის ნიშნები აღენიშნება, კეფის არეში კი დიდი ზომის ჰემატომა აქვს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის მეუღლის თქმით, დავით ნაფეტვარიძე მომხდარ თავდასხმას პოლიტიკას უკავშირებს.

“მზიურიდან წამოვედით ფეხით. ეს ტიპი დიდი ქვით უკან მოგვყვებოდა. ვერცერთი წამით ვერ დავუშვი, რომ ჩვენ მოგვყვებოდა. აქ რომ მოვედით, ჩაარტყა და ქვევით ჩააგდო, ქვევით იპოდრომზე. ბევრჯერ ურტყამდა ხელს, აგრძელებდა ისევ, ვიღაც უცხოები დაგვეხმარნენ, გააშველეს, ისევ მივარდა და ურტყამდა,“ – განაცხადა ნაფეტვარიძის მეუღლემ.

როგორც ცნობილი ხდება, პოლიციამ თავდამსხმელი ადგილზევე დააკავა, ნაფეტვარიძე კი კლინიკაში ამ დრომდე რჩება.

მსგავსი თემები