„წარმოვიდგინოთ რომ დღეს საქართველოში იყოს ომი. აღარ მინდა ახლა დეტალებზე წავიდე, ყველამ კარგად ვიცით აქ რა მოხდება ქვეყანა გადაიქცევა, ჩვენი ლამაზი ქვეყანა გადაიქცევა პოლიგონად, ეს არ არის გადაჭარბებული შეფასება, ეს არის რეალური საფრთხე, რომელიც მე მინდა ყველამ კარგად გაიაზროს“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.
პრემიერის თქმით, ამ დღეების განმავლობაში სრული ლუსტრაცია მოხდა.
„მოხდა სრული ლუსტრაცია ამ ადამიანების, ე.ე. დავიწყოთ თავიდან რომ 300 ენჯეო იყო გაერთიანებული, 300 არასამთავრობო ორგანიზაცია შეუერთდა ამ პეტიციას ვინც იყვნენ ჩართული ამ აქციის ორგანიზებაში. ამას დაემატა „ნაცმოძრაობა,“ კოლექტიური „გირჩი“, ეს კლუბები, ორგანიზაციები რაც აქვთ შემქნილი და რა თქმა უნდა მათი ამოცანა დესტაბილიზაციის გამოწვევა, რაღაც გარკვეული პროვოკაციების მოწყობა. საბოლოო ჯამში, რა თქმა უნდა მთავარი მიზანი არის უკრაინის ასე ვთქვათ, როგორც თვითონ ამბობენ უკრაინის დახმარება ომში, როგორ, მეორე ფრონტის გახსნა“- აცხადება პრემიერი.