„თუ არ იქნება სერიოზული ზეწოლა ივანიშვილზე, ძალიან რთულია  სააკაშვილის გათავისუფლება“ – ვანო მერაბიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი უკრაინულ მედიაცენტრში იმ პოლიტიკურ პროცესებზე საუბრობს, რაც საქართველოში უნდა დაიწყოს და რამაც მთავრობის შეცვლა და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უნდა მოიტანოს.

„თუ არ იქნება სერიოზული ზეწოლა ივანიშვილზე, ძალიან რთული იქნება სააკაშვილის გათავისუფლება. სწორედ ის არის ამ ორი ადამიანის (ივანიშვილი და პუტინი) პირადი პატიმარი. რატომ ჰყავდათ ის ამდენ ხანს დაპატიმრებული? რადგან მათ ესმით, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობა და თავისუფლება ამოკლებს მათ ძალაუფლებას. მინდა გავიხსენო, რა თქვა სიმონიანმა თბილისში მიტინგებზე რეაგირებისას – „საქართველოს არავინ მოეფერება, უბრალოდ დავარტყამთ ეგრევე თბილისს“. ეს არის რუსეთის ღია გზავნილი ბოლო მიტინგებზე რეაგირებისას. როგორც ბელარუსის შემთხვევაში იყო, როდესაც ოპოზიციური მიტინგები ჩაახშეს“ – აცხადებს მერაბიშვილი.

მისი თქმით, საქართველოს მოსახლეობა ისწრაფვის, შეცვალოს არსებული რეჟიმი.

„ძალიან მიხარია, რომ საქართველოს საზოგადოების უმრავლესობა მზად არის, შეცვალოს ეს მთავრობა, ჩადგეს ევროპული ოჯახის რიგებში და ჩვენი მთავარი მეგობრის, უკრაინის მოკავშირე გახდეს. ხოლო ივანიშვილზე სერიოზული ზეწოლის გარეშე სააკაშვილის გათავისუფლება შეუძლებელია. ბოლო თვეებში სიტუაცია ძალიან სერიოზულად იცვლება და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, იცვლება აშშ-ში. მოდით ვაღიაროთ, რომ ქართულ პოლიტიკაში და ზოგადად, ყველაზე მთავარია ამერიკული საზოგადოება. ჩვენ ახლა გვაქვს სერიოზული წინსვლა. ახლა არ მინდა კონკრეტულად საუბარი, თუმცა ძალიან შეიცვალა აშშ-ის პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. საქარველოს მთავრობამ ბოლო დროს დაიკავა აშკარად პრორუსული პოლიტიკა.  ვიცი, ვგრძნობ, რომ დასავლეთის გავლენა ივანიშვილზე, საქართველოს მთავრობაზე შემცირდა. იმედი მაქვს, რომ ეს მოძრაობები, რომლებიც იყო, საქართველოს ქუჩებიდან ზეწოლა და ოპოზიციური მოძრაობების გაძლიერება, დაეხმარება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას და მისი სიცოცხლის გადარჩენას“, – აცხადებს მერაბიშვილი.

 

მსგავსი თემები