,,გამპროტესტებელი ადამიანებიდან თითქმის 100 პროცენტს წაკითხულიც არ ჰქონდა, რაზე იყო კანონპროექტი” მამუკა მდინარაძე

,,კანონპროექტის გამპროტესტებელი ადამიანებიდან თითქმის 100 პროცენტს წაკითხულიც არ ჰქონდა, რაზე იყო ის რამდენიმე წინანდადება,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, კანონპროექტის მიზნების განმარტება არ ნიშნავს, რომ მმართველი გუნდი აღარ გაიწვევს კანონპროექტს.

„ერთი ადამიანის აღქმაშიც კი რომ დარჩეს, საქართველოს უმრავლესობა ასე არ ფიქრობს, გარანტირებულად გეუბნებით, მაგრამ ერთი ადამიანის აღქმაში, მართლაც შეიძლება, ვიღაც ერთს, რომელიმე თქვენგანსაც კი, რომელიმე ადამიანს, რომელიც გულწრფელად ფიქრობს, რომ ეს შეიძლებოდა, რუსულ საქმეს მომსახურებოდა, მას აუცილებლად უნდა აუხსნა, სინამდვილეში რა ეწერა, რადგან რა აღმოვაჩინეთ, იცით? ამის გამპროტესტებელი ადამიანებიდან 99-ს კი არა, თითქმის 100 პროცენტს წაკითხულიც არ ჰქონდა, რაზე იყო ის რამდენიმე წინანდადება, რომ მხოლოდ დეკლარირების ვალდებულებას და ამის უარყოფის შემთხვევაში, ადმინისტრაციულ ჯარიმას შეეხებოდა. ეს არ იცოდა ბევრმა, წაკითხულიც არ ჰქონდა, იმდენად ჰქონდა თავში გამჯდარი რაღაც ცრუ ნარატივი, რომელიც ალაგეთ დღეების განმავლოვაში ჯერ კიდევ დაუწერელ კანონზე“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

მსგავსი თემები