,,რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი”- ალეკო ელისაშვილი

,,რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი,”- ამის შესახებ  „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ფეისბუქზე“ წერს.

ელისაშვილი საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილს მიმართავს, ბოიკოტი დაასრულონ.

„საპარლამენტო ოპოზიციის ერთ ნაწილს მივმართავ – მორჩით ახლა ამ ბოიკოტობანას. ამ რუსული კანონის ბოლომდე მიხრჩობის პროცედურული საქმე პარლამენტშია დასამთავრებელი. რეგლამენტის თანახმად, ხელახლა კენჭისყრაზე უნდა დადგეს და უნდა ჩავარდეს კანონი და მაგით დამთავრდება. მანამდე დაპაუზება ისევ საფრთხის შემცველია და მტერი ენდო „ოცნებას“, – წერს ალეკო ელისაშვილი.

მსგავსი თემები