აქციის მონაწილეებს შლიან

პარლამენტის შესასვლელთან აქციის მონაწილეებს შლიან. სპეცდანიშნულების რაზმები მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლსა და სპეციალურ ცრემლსადენ საშუალებებს იყენებენ.

ვითარება მას შემდეგ გამწვავდა, რაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობის შესასვლელებისკენ დაიძრნენ და ალყაში მოაქციეს.

ვითარება იმდენად უკონტროლო გახდა, აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობას ქვები დაუშინეს და მინები ჩაამსხვრიეს.

სპეციალური ტექნიკა აქციის მონაწილეებისკენ მიემართება რომელიც იყენებს სპეციალურ, მწვანე ლაზერის სხივებს და ამ ეტაპზე ჩიტაძის ქუჩის გაწმენდა მიმდინარეობს.

მსგავსი თემები