აქციის მონაწილეებმა პარლამენტის შენობაში ფანჯარა ჩაამტვრიეს

პარლამენტის უკანა შესასვლელთან ვითარება რადიკალურად დაიძაბა. აქციის მონაწილეები პარლამეტში შეღწევას ცდილობენ. აქციის რამდენიმე მონაწილემ, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, საშვთა ბიუროს მხარეს, პირველ სართულზე ფანჯარა ჩაამსხვრიეს და შესვლას ცდილობდნენ.

პარლამენტის შენობაში კი მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი, რომლებიც აქციის მონაწილეების დასაშლელად, პერიოდულად, ცრემლსადენ გაზსა და წყლის ჭავლს იყენებს.

ვითარება უკონტროლოა.

მსგავსი თემები