აქციის მონაწილეები პარლამენტს ალყაში აქცევენ, მოწოდება ამ წუთას გაჟღერდა

„დავიძრათ პარლამენტის ორივე შესასვლელისკენ და მოვაქციოთ ალყაში“ – ეს განცხადება, ამ წუთებში პარლამენტის შენობის წინ გიორგი ვაშაძემ გააჟღერა. როგორც მან აღნიშნა, მთავრობისთვის მიცემული ერთსაათიანი ულტიმატუმის ვადა ამოწურულია, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქმედებაზე გადადიან.

„ამ ადამიანებს მივეცით ერთსაათიანი ვადა გაიწვიონ რუსული კანონი პარლამენტიდან და გაათავისუფლონ უკანონო პატიმრები, რომლებიც დააკავეს გუშინ. სამწუხაროდ, ეს მხდალები და ლაჩრები იმალებიან და არავინ გამოდის კონტაქტზე, მაგრამ ისინი ცდიან ჩვენს გამძლეობას. ეს ბრძოლა არის ძალიან რთული ბრძოლა. ჩვენ არ უნდა დავიღალოთ, უნდა დაიღალონ ისინი და უკან დაიხიონ მათ. ამიტომ, ჩვენ გთავაზობთ შემდგომი ნაბჯის გადადგმას – მშვიდობიან და წყნარად, ყველანი, დავიძრათ პარლამენტისგან. ორივე მხრიდან დავიძრათ პარლამენტის გარშემო და მოვაქციოთ ალყაში პარლამენტი, რომელიც გვეკუთვნის ჩვენ. მოვუწოდებ პოლიციას არ დაუპირისპირდნენ მშვიდობიან მომიტინგეებს“ – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამ წუთებში აქციის მონაწილეები პარლამენტის შესასვლელისკენ იძვრებიან.

როგორც ვაშაძემ აღნიშნა, ხვალ პარლამენტის სხდომას არ ჩაატარებინებენ.

მსგავსი თემები