„უცხოური გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას”- შარლ მიშელი

,,ძლიერ შეშფოთებული ვართ საქართველოში განვითარებული მოვლენებით. მშვიდობიანი პროტესტის უფლება ნებისმიერი დემოკრატიის საფუძველია,” – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი წერს.

შარლ მიშელი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან აქციის დროს განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება.

„უცხოური გავლენის“ კანონის მიღება არ შეესაბამება ევროკავშირის გზას, რომელიც საქართველოს უმრავლესობას სურს. კანონის უზენაესობისა და ადამიანი ღირებულებებისადმი ერთგულება ევროკავშირის პროექტისთვის საკვანძოა“, – წერს შარლ მიშელი.

მსგავსი თემები