,,თუ რაციონალურად არ ვიმოქმედებთ, ევროპაც უკან დაგვრჩება, დამოუკიდებლობაც და მშვიდობაც”- კახა კალაძე

,,თუ რაციონალურად არ ვიმოქმედებთ, ევროპაც უკან დაგვრჩება, დამოუკიდებლობაც და მშვიდობაც,”- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ ვიდეომიმართვაში განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, მხოლოდ ღირსეული, დამოუკიდებელი და ინფორმირებული საზოგადოება შეძლებს, მიიყვანოს ქვეყანა დასახულ მიზნამდე.

„სოციალურ ქსელში ჩემი ფოტოთი რაღაც ბანერი გააკეთეს და დააწესეს, თითქოს, მე ევროპის მოსურნე ადამიანებს, ვისაც ევროპა უნდა, და ჩვენ ყველას ევროპა გვინდა, საქართველოს დატოვებისა და ევროპაში წასვლისკენ მოვუწოდებდი, თითქოს, იცით სადაა აეროპორტი, დაჯექით და გაფრინდით. ასეთი სიბინძურეებით ცდილობენ საზოგადოება შეცდომაში შეიყვანონ და სიცრუე მიაწოდონ, თუმცა დღეს გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია საზოგადოებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, ვიღაცა რომ წაიკითხავდა ამას, შეიძლება ეჭვი გაუჩნდეს, რომ „კახამ მართლა ეს თქვა“? არადა მსგავსი საერთოდ არაფერი მითქვამს და ვერავინ მოიტანს იმას, თითქოს მე ხალხს, ვისაც ევროპა უნდა და ვისაც ევროპაში გვინდა, მოვუწოდე, რომ აგერ არის აეროპორტი და ვისაც გინდათ წადით. ეს არის სიცრუე და ყალბი კამპანია, რომელსაც ჩვენი პოლიტიკური ოპონენტები აწარმოებენ. მოვუწოდებ ყველას, არ აჰყვეთ დეზინფორმაციას. ჩემო მეგობრებო, მხოლოდ ღირსეული, დამოუკიდებელი და ინფორმირებული საზოგადოება შეძლებს, მიიყვანოს ქვეყანა დასახულ მიზნამდე. თუ რაციონალურად არ ვიმოქმედებთ, ევროპაც უკან დაგვრჩება, დამოუკიდებლობაც და მშვიდობაც, რასაც ჩვენი შვილები, რა თქმა უნდა, არ გვაპატიებენ. ერთად ვიაროთ ღირსებით ევროპისკენ!,“ – განაცხადა კალაძემ.

მსგავსი თემები