,,ბორელი ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე”- კარასინი

მარია ზახაროვას შემდეგ, რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის ხელმძღვანელი, გრიგორი კარასინი ეხმიანება ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებას.

კარასინის მტკიცებით, ბორელი ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე.

,,შეაკავეთ ბორელი გთხოვთ! კვლავ თავისი მორალის კითხვით ეტენება, ამჯერად ზეწოლას ახდენს საქართველოს მოქალაქეებზე. ეს უკვე წესიერების ფარგლებს სცდება”, – წერს კარასინი.

,,ეს კანონი ევროკავშირის ღირებულებებთან და სტანდარტებთან შეუთავსებელია”- ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლი

მსგავსი თემები