პარლამენტთან „მოლოტოვის კოქტეილებს“ ისვრიან

საქართველოს პარლამენტის მი მდებარე ტერიტორიაზე, აქციის მონაწილეები სპეცდანიშნულების რაზმის წინააღმდეგ ე.წ. მოლოტოვის კოქტეილებს ისვრიან, რომელიც ფეთქდება და ცეცხლი ჩნდება.

სპეცრაზმი და აქციის მონაწილეები ერთმანეთის პირისპირ არიან განლაგებულნი, მათ შორის დისტანცია დაახლოებით 30 მეტრია.

სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წყლის ჭავლი ისევ მიუშვეს. აქტიურად ხდება ე.წ. წიწაკის სპრეის და სხვადასხვა საშუალების გამოყენება.  ვითარება უკიდურესად მძიმეა, ჭირს როგორც თვალის გახელა, ისე სუნთქვა.

მსგავსი თემები