ახალ სახალხო დამცველს თავში კვერცხი ჩაარტყეს  

ახალ სახალხო დამცველს, ლევან იოსელიანს, რომელიც პარლამენტმა დღეს აირჩია, პარლამენტის წინ, აქციაზე კვერცხი ესროლეს, რომელიც მას პირდაპირ თავში მოხვდა. იოსელიანს პროტესტის ნიშნად წყალიც დაასხეს.

ლევან იოსელიანი რამდენიმე წუთია პარლამენტის შენობასთან, აქციის მონაწილეებთან მივიდა და აღნიშნა, რომ იქ აპირებდა ყოფნას. ამ წუთებში, ლევან იოსელიანი პარლამენტის ტერიტორიიდან პოლიციას გაჰყავს.

 

მსგავსი თემები