პარლამენტთან სასწრაფოებზე დიდი მოთხოვნაა

პარლამენტის შენობასთან სასწრაფო დახმარების ბრიგადებს დაშავებული ადამიანები კლინიკებში გადაჰყავთ. აქციაზე, სადაც სპეცრაზმმა ე.წ. სპრეი და სპეციალური საშუალებები გამოიყენა, ადამიანებმა სხვადასხვა სახის დაზიანება მიიღეს. იყო შემთხვევები როცა აქციის მონაწილეებს სპეციალური საშუალებები ირდაპირ, მიზანმიმართულად სახის არეში შეასხეს.

დაშავებულთა ნაწილი სასწრაფოს ეკიპაჟებმა გადაიყვანა, ნაწილი კი ქუჩაშია წევს და დახმარებას ელოდება. დაშავდნენ პარლამენტის შენობაში მყოფი ადამიანებიც, მათ შორის დეპუტატი სალომე სამადაშვილი, რომელიც სპეციალური საშუალების შესუნთქვის გამო ცუდად გახდა.

კონკრეტულად რა ნივთიერების გამოყენება მოხდა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, შსს-ს განცხადება არ გაუვრცელებია.

 

მსგავსი თემები