პარლამენტის შენობასთან რამდენიმე ადამიანი დაშავდა

საქართველოს პარლამენტის შენობასთან, სადაც აქცია მიმდინარეობს, არიან დაშავებულები. ადგილზე მობილიზებულია სასწრაფოს ბრიგადები, რომლებსაც დაშავებულები ტერიტორიიდან გაჰყავთ.

სპეცრაზმმა აქციის საწინააღმდეგოდ არაერთხელ გამოიყენა ცრემლსადენი გაზი და სხვადასხვა საშუალება. დაშავდნენ ის ადამიანები, რომლებსაც აღნიშნული გაზი სახის არეში მოხვდათ. მათ სუნთქვა უჭირთ და ვერ იხედებიან. მომხდართან დაკავშირებით შსს-ს ჯერჯერობით განცხადება არ გაუკეთებია.

ადგილზეა წყლის ჭავლის მანქანაც.

მსგავსი თემები