აქციის მონაწილეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

საქართველოს პარლამენტის შენობასთან შეკრებილი აქციის მონაწილეების დასაშლელად სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი რამდენჯერმე გამოიყენეს. პარლამენტის მთელ პერიმეტრზე მობილიზებულია სპეცდანიშნულების რაზმი. პერიოდულად, სხვადასხვა მიმართულებით ხდება დაპირისპირება სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები მობილიზებულები არიან პარლამენტის ეზოშიც, რომელიც საჭიროების მიხედვით გამოჰყავთ აქციის მონაწილეების მიმართულებით. პერიმეტრზე წყლის ჭავლის მანქანაც გამოჩნდა.

ამ წუთებში, ისმის მოწოდება და გაფრთხილება რომ აქციის ინაწილეები დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში იქნება გამოყენებილი სათანადო ზომები.

მაგავსი გაფრთხილებები სწორედ მაშინ ისმის, როცა აქციის მონაწილეთა დაშლა იწყება.

მსგავსი თემები