„ივანიშვილმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო საქართველოს სხვა მტერმა“ – პაატა ბურჭულაძე

პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ ქციის მონაწილეებს მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძეც შეუერთდა. მან მოსახლეობას მიმართა და გარეთ გამოსვლა სთხოვა.

„ბიძინა ივანიშვილზე დიდი მტერი საქართველოს არ ჰყავს. სახლში ჯდომის დრო არ არის, ყველა უნდა გამოვიდეთ გარეთ. ძალიან მძიმე სიტუაციაა საქართველოში და როცა ქვეყანას სჭირდება, ყველამ უნდა გავიჭირვოთ და გამოვიდეთ გარეთ. დღეს წყდება საქართველოს ბედი. ივანიშვილმა შეძლო ის, რაც ვერ შეძლო საქართველოს სხვა მტერმა,  მან გახლიჩა ქართველი ერი, ერთმანეთს გადაგვამტერა. დღეს ჩვენ სამშობლო გვაქვს გადასარჩენი. მე არ მეგონა, თუ ამდენი მოღალატე შეიძლებოდა ერთად ყოფილიყო და ესენი სხედან პარლამენტში და მეტიც, აღიარებენ, რომ მოღალატეები არიან“ – აღნიშნა პაატა ბურჭულაძემ აქციაზე, სადაც ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტს აპროტესტებენ.

მსგავსი თემები