„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა“ – აშშ-ის საელჩო

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში, პარლამენტში და პარლამენტს გარეთ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით საგანგებო განცხადებას ავრცელებს.

„დღეს საქართველოს დემოკრატიისთვის შავი დღეა. პარლამენტის მიერ კრემლისგან შთაგონებული კანონების განხილვის გაგრძელება შეუთავსებელია საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის აშკარა სურვილთან და ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან. ამ კანონების გატანა დააზიანებს საქართველოს ურთიერთობას სტრატეგიულ პარტნიორებთან და ძირს გამოუთხრის მნიშვნელოვან საქმეს, რომელსაც უამრავი ქართული ორგანიზაცია თანამოქალაქეების დასახმარებლად აკეთებს. ეს პროცესი და კანონპროექტები რეალურ კითხვებს აჩენს მმართველი პარტიის ერთგულებაზე ევროატლანტიკური ინტეგრაციისადმი“ – აცხადებენ საელჩოში.

 

მსგავსი თემები