„ვაპირებთ ბრძოლას პუტინისტების წინააღმდეგ და ეს ბძროლა იქნება უკომპრომისო“ – ხაბეიშვილი

„ვაპირებთ ბრძოლას პუტინისტების წინააღმდეგ და ეს ბძროლა იქნება უკომპრომისო. გამოდით დღესვე. ყოველდღიურ რეჟიმში უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა პუტინისტების წინააღმდეგ“ – აცხადებს ლევან ხაბეიშვილი და მოქალაქეებს ე.წ. რუსული კანონის წინააღმდეგ პარლამენტთან გამოსვლისკენ მოუწოდებს.

მისი თქმით, ახლა არ არის დრო ვინ ვისთან შეიძლება დადგეს და ვის ვისთან დგომა შეიძლება არ უნდოდეს.

„ყველანი უნდა გავერთიანდეთ რადგან, ეს საერთო ბრძოლაა“ – აცხადებს ხაბეიშვილი.

რაც შეეხება პარლამენტის სხდომას, დარბაზში შეკრებილი დეპუტატები ე.წ. უცხოეთის გავლენის აგენტების შესახებ კანონპროექტის განხილვას აგრძელებენ. პროტესტი გრძელდება როგორც პარლამენტის შიგნით, ისე – გარეთ.

მსგავსი თემები