,,გოგო შენ რა მოგივიდა? ქეთი გამომხედე ერთი, გოგო შენი იმედი მაქვს”- თაკო ჩარკვიანი

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ხალხის ძალის“ მიერ მომზადებული კანონპროექტების განხილვა ხმაურის ფონზე მიმდინარეობს. ცოტა ხნის წინ დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

სხდომაზე თაკო ჩარკვიანმა ”ქართული ოცნების” წევრ ქეთევან დუმბაძეს მიმართა.

,,მითხარით რა სარგებლობა მოაქვს ამ კანონს ქვეყნისთვის. რატო გწყინთ მოღალატეს, რომ გეძახით. საშინელება ხდება. აქ არიან ადამიანები, ვისაც ამ კანონზე ხელის მოწერა არ უნდა. იმათი ოჯახები ნერვიულობენ. შეიცოდეთ მათი შვილები. მათ ერქმევათ მოღალატეთა ოჯახები, ამას ჩვენ გავაკეთებთ. ძაან არ მაინტერესებს ყაველაშვილს რა წყინს. წეღან გამოვიდა და ამჩატდა მზექალა შანიძეო. დაიწვა ეს ქვეყანა? გოგო შენ რა მოგივიდა? ქეთი გამომხედე ერთი, რა დაგემართა გოგო შენი იმედი მაქვს, ხო არ გაგიჟდი ვისთან ზიხარ. რას ქვია კანონი მიიღოთ, მთელი საქართველო გამოვა”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი თემები