,,ვიქნები მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური” – ლევან იოსელიანი

პარლამენტმა სახალხო დამცველად ლევან იოსელიანი აირჩია.  კენჭისყრის შედეგად, ლევან იოსელიანის კანდიდატურას მხარი დაუჭირა 96-მა დეპუტატმა.

იოსელიანის თქმით, იქნება მიუკერძოებელი, აპოლიტიკური და ნეიტრალური ნებისმიერი პოლიტიკური პრეფერენციის მიმართ.

,,მე დღეს, როდესაც გამოვედი ამ დარბაზიდან, აღარა ვარ პოლიტიკოსი, ვარ არჩეული სახალხო დამცველი და ყველა ჩემი ქმედება, ყველა ჩემი განცხადება იქნება მიმართული ადამიანის უფლებების ზედამხედველობაზე და რაც მთავარია, რაზეც უამრავი კითხვა იქნა დასმული- ვიქნები თუ არა ნეიტრალური და მიუკერძოებელი? სწორედ ჩემი საქმიანობის მომავალი 6 წელი იქნება დამტკიცება იმისა, რომ მე ვიქნები მიუკერძოებელი, მე ვიქნები აპოლიტიკური და ნეიტრალური ნებისმიერი პოლიტიკური პრეფერენციის მიმართ. ეს არის რაც მინდოდა მეთქვა, ამაზე მეტს უკვე მე ვისაუბრებ მას შემდეგ, რაც შევუდგები საქმიანობას”- განაცხადა  იოსელიანმა.  

 

მსგავსი თემები