,,დაბრუნდით, მოგიწოდებთ, მოხვიდეთ საქართველოს პარლამენტთან“- ანა ნაცვლიშვილი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ე.წ. აგენტების შესახებ კანონპროექტებს დღეს განიხილავენ. მანამდე, ცნობილი იყო, რომ აღნიშნული კანონპროექტის განხილვა ხუთშაბათს იყო დაგეგმილი.

„გუშინ საჯარო განცხადება გააკეთა ფრაქციის თავმჯდომარემ, დღეს ბიურომ გადაწყვეტილება მიიღო, რომ რუსული კანონის განხილვა მოხდებოდა ხუთშაბათს და ახლა, მალულად, ვირეშმაკულად გამოაცხადეს, რომ დღის წესრიგი შეიცვლება და ახლა, როცა ამას არავინ ელოდა, დაიწყება რუსული კანონის განხილვა პარლამენტში. სავსეა აქაურობა ძალოვნებით. სიმართლე, ხალხის რეალური ძალა არ დგას ამათ გვერდით და ასეთი ფანდებით აპირებენ ქვეყნის მეორედ გასაბჭოებას. გთხოვთ, ვინც დილით იყავით, დაბრუნდით და ვინც ახლა გვიყურებთ, მოგიწოდებთ, მოხვიდეთ საქართველოს პარლამენტთან“, – განაცხადა ნაცვლიშვილმა.

მსგავსი თემები