,,ვინც აპირებს თითი დააჭიროს ამ რუსულ საქმეს, ვერ გაექცევა ყველაზე მძიმე სასჯელს”- ანა ბუჩუკური

„ვერც ერთი სახელი და გვარი ვინც აპირებს თითი დააჭიროს ამ რუსულ საქმეს,  ვერ გაექცევა ყველაზე მძიმე სასჯელს და ამ სასჯელს ჰქვია პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის ისტორიის წინაშე“, – ამის შესახებ დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ბუჩუკურმა კოლეგებს „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ“ და „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტებთან დაკავშირებით საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების მიერ გაკეთებული განცხადებები გააცნო.

„როდესაც თქვენ აგრძელებთ ჩვენი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორების და მოკავშირეების  ჯიბრში დგომას, ეს არის ჩვენი ქვეყნის მტრის – რუსეთის საქმის კეთება. ამას სხვა სახელი არ ჰქვია. პასუხისმგებლობები იქნება პერსონიფიცირებული. ვერც ერთი სახელი და გვარი ვინც აპირებს თითი დააჭიროს ამ რუსულ საქმეს,  ვერ გაექცევა ყველაზე მძიმე სასჯელს და ამ სასჯელს ჰქვია პასუხისმგებლობა საკუთარი ქვეყნის ისტორიის წინაშე მათ შორის, თქვენი შვილების წინაშე“,- განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

მსგავსი თემები