,,ელისო ბოლქვაძე ორალურ-მორალურ მდგომარეობაში იმყოფება, შუაშია და ვერ გაუგია სადაა”- თაკო ჩარკვიანი

„იმედია, ამ კანონს არც მორალური და არც „ორალური მხარდაჭერა“ არ ექნება, როგორც დეპუტატმა ბოლქვაძემ თქვა,”- ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა თაკო ჩარკვიანმა პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

,,ბევრი ადამიანია აქ, ვისაც პატივს ვცემ, უბრალოდ ჩემი ბავშვობა მაკავშირებს ამ ადამიანთან, თორემ ბოლქვაძეს არც არაფერს ვთხოვ. მესმის, რომ ის ორალურ-მორალურ მდგომარეობაში იმყოფება, შუაშია და ვერ გაუგია სადაა. რა რუსეთი ხალხო, შარტავას დაბადების დღეა დღეს! ჟიული შარტავა ამას შეეწირა? ამას შეეწირნენ 9 აპრილს? რა რუსული კანონი?! სულ რომ ასე ფიქრობდეთ, რომ ასე არაა, სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხელისუფლება ხომ წავიდოდა ამ დათმობაზე და ამ სტატუსის წინ არ მოინდომებდა ამ სისულელეს?! იმიტომ აკეთებთ, რომ არ მივიღოთ ეს სტატუსი? აბა, ვინც ხმა უნდა მოგვცეს, ისინი გვეუბნებიან არ მიიღოთ, თორემ არ მოგცემთ სტატუსსო. ეს არის მოღალატეობრივი გზა, როდესაც ზუსტად იცი, რომ არღვევ 78-ე მუხლს და ხელს უშლის ევროინტეგრაციას, ეს არის მოღალატეობრივი გზა. აბა, ღალატი მეტი არაფერი იყო ჩვენ ქვეყანაში,”- განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

მსგავსი თემები