,,ივარჯიშოს, ეგება რუსულად მაინც, გინების გარდა სხვა სიტყვებიც ისწავლოს”- სამადაშვილმა ყაველაშვილს საჩუქრად წიგნი მიუტარა

,,ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო ამას სჭირდება წიგნის კითხვა,”- ამის შესახებ ”ლელოს” წევრმა სალომე სამადაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

ოპოზიციონერმა დეპუტატმა  „ხალხის ძალის“ წევრს, მიხეილ ყაველაშვილს საჩუქრად წიგნი მიუტანა.

,,სამწუხაროა, რომ ყაველაშვილი წავიდა იმიტომ რომ საჩუქარი მქონდა მისთვის მოტანილი, ქვეყნის ღალატს წიგნის კითხვა არ სჭირდება, მაგრამ ქვეყანას რომ არ უღალატო ამას სჭირდება წიგნის კითხვა და ჩემი წიგნი მოვუტანე რუსეთის ფარულ ომზე. რუსულ ენაზე სხვათა შორის, სამ ენაზეა ეს წიგნი გამოცემული, გაქცევა რომ მოუწევთ ამ ქვეყნიდან რუსეთის გარდა არსად ექნებათ გასაქცევი და ივარჯიშოს, ეგება რუსულად მაინც გინების გარდა სხვა სიტყვებიც ისწავლოს”, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

მსგავსი თემები