,,ნუ იჭიმები, წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბიჭო…მიდი, ბურთი გააგორე”- დაპირისპირება პარლამენტში

საქართველოს პარლამენტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. საკანონმდებლო ორგანოში ხმაური იყო. ადგილი ჰქონდა ფიზიკურ შეხლა-შემოხლას, გინებას და სიტყვიერ დაპირისპირებას.

დაპირისპირება ”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის სიტყვით გამოსვლას მოჰყვა.

,,ნუ იჭიმები. წადი, ფეხბურთი ითამაშე, ბიჭო. მიდი, ბურთი გააგორე, ღალატზე ხელის მომწერი ადამიანი წამსვლელია ყველაფერზე. თქვენი ოჯახის წევრებთან გექნებათ პასუხი მოსათხოვნი“, – აღნიშნა ვაშაძემ.”, – ასე მიმართა გიორგი ვაშაძემ მიხეილ ყაველაშვილს.

მსგავსი თემები