,,კვაზიპატრიოტული განცხადებების გაკეთების უფლებას არავის მივცემთ”- შალვა პაპუაშვილი

,,არავის მივცემ უფლებას რუსეთთან პარალელების. არავის მოგცემთ უფლებას, პატრიოტობაზე თავს არ დაგადებინებთ, როდესაც აქ ვართ ჩვენ“,- ამ სიტყვებით პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის ბიუროს სხდომაზე ოპოზიციის წარმომდგენლებს მიმართა.

მისი თქმით, კვაზიპატრიოტული განცხადებების გაკეთების უფლება არავის მიეცემა.

„ჩვენ გვახსოვს, რომ 2020 წლის არჩევნების შემდეგ ნაწილი ადამიანებს, როგორ იქნა შეცდომაში შეყვანილი პროგაპაგანდით, თითქოს არჩევნები გაყალბდა. აქციებიც გვახსოვს, განცხადებებიც გვახსოვს, მაგრამ ხომ ვნახეთ, სიმართლე რაც იყო, ვერ დამალეს. აქაც არის პროპაგანდა, თითქოს რუსულ კანონის ვიღებთ და ეს არ არის პირველი მოსმენა, თითქოს ვენეციის კომისია არ იქნება. ამ ყველაფერს ხალხის ხომ ხედავს და დაინახავს. ეს პროპაგანდისტული ბუშტი, როგორც სხვა პროპაგანდისტული ბუშტიც, გასკდება და საბოლოო ჯამში, თქვენ მიმართ ნდობა შეირყევა, როგორც სხვა დროს შეირყა და ამიტომ გეუბნებით, ნაცვლად პროპაგანდისა, იმუშავეთ შინაარსთან დაკავშირებით. რაც შეეხება კვაზი პატრიოტულ განცხადებებს, ამის უფლებას არავის მივცეთ, ჩემ უკან ამ შემთხვევაში დავით აღმაშენებელი არის გამოსახული, არავის მივცემ უფლებას რუსეთთან პარალელების. არავის მოგცემთ უფლებას, პატრიოტობაზე თავს არ დაგადებინებთ, როდესაც აქ ვართ ჩვენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მსგავსი თემები