,,ეს კანონი რუსულ ინტერესებზეა დაფუძნებული და არა საქართველოს ინტერესებზე”- აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე

,,აშკარაა, რომ ეს კანონი რუსულ ინტერესებზეა დაფუძნებული და არა საქართველოს ინტერესებზე,”- ასე აფასებს აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ტოდ რობინსონი ”ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულ კანონპროექტს.

მისი თქმით, ე.წ. ”აგენტების კანონი” არ ემსახურება ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.

,,აშკარაა, რომ ეს კანონი რუსულ ინტერესებზეა დაფუძნებული და არა საქართველოს ინტერესებზე. ჩვენ მიგვაჩნია, რომ საქართველომ უფრო აქტიურად უნდა იმუშაოს ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის. ეს კანონი ამას არ ემსახურება და რაც ყველაზე მთავარია, ეს კანონი არ მოსწონთ ქართველებს. ამიტომ, ჩვენ მჭიდრო კავშირი გვექნება საქართველოს მთავრობასთან, რათა ამ ქვეყანამ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგას ევროატლანტიკური ინტეგრაციისთვის”, – განაცხადა ტოდ რობინსონმა.

მსგავსი თემები